четверг, 17 июля 2014 г.

დღე მე-9

    წარმოვადგინეთ პორტფოლიოს  პრეზენტაცია, ვიყავით თეთრი და შავი ოპონენტები.
შევაჯამეთ   სწავლების კურსი, ჩამოვაყალიბეთ სამი რამ რაც ყველაზე კარგი იყო:   1)  პროექტებით სწავლების მეთოდები, რესურსები, რაც დამეხმარება  პროექტების უკეთ დაგეგმვაში. 2) კომპიუტერული ტექნოლოგიების ფართო სფეროს გამოყენება. 3) საკვანძო კითხვების დასმის მეთოდიკა.  ორი რამ რაც მინდა რომ დავხვეწო სხვების დახმარებით:  1) სასწავლო პროცედურებს ვერ ვხსნი. 2) მიჭირს შეჯამების გაკეთება.
     მთლიანად კურსი ძალიან საინტერესო იყო . მინდა ისევ მივიღო მონაწილეობა სეთ პროექტებში. მადლობა გვანცა მასწავლებელს
   

понедельник, 14 июля 2014 г.

დღე მე-8

განვიხილეთ მოდული 8---ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, რაც დამეხმარება პროექტზე მუშაობისას პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. შევქმენით  ელექტრონული პორტფოლიო, რომელშიც გადავიტანეთ ჩვენს მიერ მომზადებული  ნამუშევრები, გავიგე თუ რა კრიტერიუმებით უნდა  შევაფასოთ პორტფოლიოში თავმოყრილი მასალები , რაც ხელს შეუწყობს  ჩემ მომავალ პროფესიულ განვითარებას.

пятница, 11 июля 2014 г.

დღე მე-7

წარმოვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციები, მივიღეთ რჩევები. განვიხილეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისათვის, გავიხსენეთ  სააზროვნო უნარ-ჩვევები. შევქმენით ჩვენი ბლოგის  დიზაინი. 

вторник, 8 июля 2014 г.

დღე  მე-6

დღე საინტერესოდ წარიმართა, გავეცანით  მოსწავლეთა  ნიმუშებს შექმნასა და მო პროექტების შეფასებას. ვნახეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პროექტების ნიმუშები. შევქმენით პრეზენტაციის ფაილი , გავაფორმეთ სურათებითა და  ვიდეოებით. ასეთი სახით  მუშაობა ბავშვებში გაზრდის  მოტივაცის ა და დიდი იქნება მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

суббота, 5 июля 2014 г.

დღე მე-5

 შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ჩაშენება, გავეცანით  გუგლის დოკუმენტებს, განვიხილეთ  უკუკავშირის რჩევები და მეთოდები, საავტორო უფლებების დაცვას სურათებისა და ვიდეოების გადმოტვირთვის დროს, ონლაინ თანამშრომლობითი სწავლა, კოლაბორაციული სასწავლო რესურსები,  რაც გამომადგება ტექნოლოგიებით  სწავლების პროცესის სასურველ შედეგამდე მისვლაში  და მოსწავლეთან  თანამშრომლობაში.

среда, 2 июля 2014 г.

დღე მე-4

შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება და გამოყენება, გავაკეთეთ  სლაიდები   მზა პროექტების გეგმის შაბლონის მიხედვით. მუშაობა ძალიან ხალისიანი იყო და იმედია ჩემს მოსწავლეებსაც მოეწონებათ  მსგავს სლაიდებზე მუშაობა.

воскресенье, 29 июня 2014 г.

დღე  მე-3

დღევანდელი დღე  მოდულ მე-2 -ეს დაეთმო, კერძოდ სასწავლო პროექტის დაგეგმვას.  გავეცანით  პროექტის დაგეგმვის ამოცანებს, დამატებით რესურსებს--  მიმართულების მიმცემ  კითხვებს,   ზოგად, თემატურ და \შინაარსობრივს, რომელიც  მნიშვნელოვანია პროექტის  მიზნის მისაღწევად.